სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული, საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, წერს, რომ უარს ამბობს ფეხბურთის ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე მისი წიგნის რუსეთში გამოცემაზე.
"წიგნის "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი" გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი. თუმცა წიგნი რუსულად მაინც გამოვა, გამოსცემს ქართულივე გამომცემლობა. გარეკანის დიზაინი მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება - "საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ", საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ."- წერს კეკელიძე.