სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შენ ცოცხალი ხარ! სითბოს და სიყვარულს გვინაწილებ ყველას...“ - შატილის ტრაგედიის დროს დაღუპული მედეა დევსურაშვილის დედა

    "შენ ცოცხალი ხარ! სითბოს და სიყვარულს გვინაწილებ ყველას...“ - შატილის ტრაგედიის დროს დაღუპული მედეა დევსურაშვილის დედა
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სიმონიშვილი სოციალურ ქსელში შატილის ტრაგედიის დროს დაღუპული მედეა დევსურაშვილის დედა ლიკა სიმონიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    "შენ ცოცხალი ხარ! შენ ისევ აქ ხარ, სითბოს და სიყვარულს გვინაწილებ დილიდან ყველას, ისევ ისეა, ისევ მესმის შენი სიტყვები - " მიყვარხარ დე". შენ ისევ ის ხარ, ვინც იყავი ....შენ ისევ შენ ხარ, სიყვარული ხარ წარუშლელი, მანათობელი...მიყვარხარ დე“, - წერს ლიკა სიმონიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს - შპს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, შატილიდან თბილისში დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი შატილის გზაზე 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის, მიკროავტობუსის მძღოლი; ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.