სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

    შუქი გაითიშება -  გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
    11 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

    როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს 12:25-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება ზაჰესში, ავჭალის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, კასკადთან.

    „12 ივნისს 11:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში და სოფლებში ჩინთი, ბიჩნიგაურები, უნდილაანი, ქვემო არანისი, ჩიხაანი, იორი.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.