სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „დიახ, ის მი­ხე­ი­ლის შვი­ლია“ - დავით სააკაშვილი ინფორმაციას ავრცელებს

    „დიახ, ის მი­ხე­ი­ლის შვი­ლია“ -  დავით სააკაშვილი ინფორმაციას ავრცელებს
    11 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში, როცა ერთად ვგეგმავდით ერთად ყოფნას. ჩემი შვილი ჩემი სიყვარულია. მამისთვის ჩვენი შვილი არის მისი უკრაინული ფესვები და უკრაინული გაგრძელება, რაზეც ოცნებობდა და სურდა ჰყოლოდა, ამაყობდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით,- ასეთი შინაარსის ვრცელი პოსტი ლიზა იასკომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. მას შემდეგ არ წყდება ინტერესი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და იასკოს საერთო შვილზე, რომლის ფოტო ჯერ არავის უნახავს.

    მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბავშვს სახელი დედამ შეურჩია. სააკაშვილის ახლო გარემოცვა ამბობს, რომ სააკაშვილისა და იასკოს შვილს ჟასმინი ჰქვია.

    2020 წლის შემოდგომაზე Strana.ua-მ გაავრცელა ინფორმაცია იასკოს რომანის შესახებ სააკაშვილთან. ისინი დიდხანს მალავდნენ ურთიერთობას. თუმცა, წყვილმა თავისი ურთიერთობა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროვა.

    ასევე წერდნენ, რომ იასკომ ორსულობა მოიგონა. ხოლო, რაც გაიგო რომ სააკაშვილის ქონება გიული ალასანიაზე იყო რეგისტრირებული, მან საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა სააკაშვილთან.

    იასკოს ორსულობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2022 წელს გავრცელდა. პაპარაცებს და საზოგადოების ნაწილს არ დარჩენია ყურადღების მიღმა იასკოს შეცვლილი ფორმები.

    მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, ძვირადღირებული ბინა კიევის ცენტრში და დიდი ოდენობით თანხა, სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს გადაუფორმა.

    უკრაინული ტაბლოიდი strana წერს, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა ადასტურებს ფაქტს.

    „დიახ, ის მიხეილის შვილია, გოგონაა. დაახლოებით 6 თვის წინ დაიბადა. მე ვნახე. მიხეილს ბავშვი არ უნახავს“, ავრცელებს გამოცემა დავით სააკაშვილის კომენტარს.