სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადება - ჯაშუშმა თანამგზავრებმა კახოვკას კაშხლის ჩამონგრევამდე აფეთქება დააფიქსირეს

    ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადება - ჯაშუშმა თანამგზავრებმა კახოვკას კაშხლის ჩამონგრევამდე აფეთქება დააფიქსირეს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებით აშშ-ის ჯაშუშმა თანამგზავრებმა კახოვკას კაშხლის ჩამონგრევამდე, აფეთქების ნიშნები დააფიქსირეს.

    როგორც The New York Times წერს, ინფრაწითელი სენსორებით აღჭურვილმა თანამგზავრებმა ძლიერი აფეთქების შესაბამისი თერმული ნიშანი კაშხლის ჩამოშლამდე ცოტა ხნით ადრე შენიშნეს.

    „ამერიკული დაზვერვის სამსახურის ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ კაშხლის ჩამონგრევის უკან რუსეთი დგას“, - აცხადებს მაღალჩინოსანი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებს ამ დრომდე არ აქვთ იმის რაიმე მტკიცებულება, თუ ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი.