სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ოთხი წელი გასულა, რაც ნიკო სამშობლოში დაბრუნდა.. მწამს, რომ უფალთან ამას აკეთებს“ - იზა ომაძე

    „ოთხი წელი გასულა, რაც ნიკო სამშობლოში დაბრუნდა.. მწამს, რომ უფალთან ამას აკეთებს“ - იზა ომაძე
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    იზა ომიაძე წერს, რომ 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკო სამშობლოში დაბრუნდა.

    იზა ომაძეს სწამს, რომ ნიკო უფალს თავის ბედკრულ ქვეყანაზე უყვება, სადაც პირდაპირ ქუჩაში ახალგაზრდებს ხვრეტენ.

    „ოთხი წელი გასულა, მახსოვს ის ბედნიერი დღე, გულანთებული ბიჭები და სამშობლოში დაბრუნებული ჩემი ნიკო

    მწამს, ასე ხელებით უხსნის იქ უფალს და უყვება თავის ბედკრულ ქვეყანაზე, სადაც პირდაპირ ქუჩაში ახალგაზრდებს ხვრეტენ და ცხოველის მოკვლის ფაქტი გაგიკვირდათ? (თუმცა ჩემთვის ნამდვილად შემაძრწუნებელი იყო ძაღლის დახვრეტაც)

    დიახ, ჩვენი ნიკო აუცილებლად დაარწმუნებს უფალს რომ ჩვენს ძვირფას ქვეყანას შველა სჭირდება, ამდენი მხდალი და შლეგი უკვე გადაგვარებაა

    დიახ დავწერ, სხვისი შვილების, ჩემი შვილების გადასარჩენად

    მანანა მანჯგალაძე შენი ტკბილი ხმა მაშინ სიამაყით გვავსებდა და ახლა მალამოა დიდ და შეუხორცებელ ჭრილობაზე “, – წერს იზა ომაძე.