სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • არა რუსეთს - რა გადააყარეს თავზე კობახიძეს თსუ-ში სტუდენტებმა

    არა რუსეთს - რა გადააყარეს თავზე კობახიძეს თსუ-ში სტუდენტებმა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა პროტესტი მაშინ გამოხატეს, როცა კობახიძე უნივერსიტეტის შენობას ტოვებდა.

    კობახიძის მიმართ პროტესტი სტუდენტებს აქამდეც დაუფიქსირებიათ - მათ უნივერსიტეტში აქცია/პერფორმანსები მას შემდეგ მოაწყვეს, რაც პარლამენტში რუსული კანონის განხილვები დაიწყო. ირაკლი კობახიძე კანონპროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.

    11 მარტს მათ აქცია გამართეს კობახიძის აუდიტორიასთან, თუმცა იმ დღეს მისი ლექცია არ ჩატარდა, რადგან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში მშვიდობიანი აქცია დაიგეგმა, სტუდენტებმა ლექციის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეს.