სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ არ გვირჩევენ მუცელზე ძილს ექიმები - ამას უნდა გადაეჩვიოთ

    რატომ არ გვირჩევენ მუცელზე ძილს ექიმები - ამას უნდა გადაეჩვიოთ
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბრიტანელი ექიმების აზრით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გემუქრებათ თუ მუცელზე წოლას არ გადაეჩვევით.

    ბრიტანულ გამოცემასთან - Daily Mail ინტერვიუში ექიმმა ჯეიმს ლეინჰარდტმა (James Leinhardt) განაცხადა, რომ მუცელზე წოლა და ძილი თქვენი ხერხემლისა და კისრისთვის ყველაზე ცუდი არჩევანია.

    „როდესაც მუცელზე ვწევართ, თავი მარჯვნივ ან მარცხნივ გვაქვს შეტრიალებული. ​ამ დროს სისხლძარღვებზე, რომლებიც გაივლის ხერხემლის მალებს შორის ზეწოლა ხდება. შედეგად, სისხლი თავისკენ კარგად არ მიედინება და დილას თავის ტკივილით ვიღვიძებთ. შეიძლება შეშუპებაც გვქონდეს, რადგან ვენური სისხლის კარგი უკუდინებაც არ ხდება. ეს პოზიცია როგორც ძვლოვან, ისე ასევე კუნთოვან სისტემაზე უდიდეს დატვირთვას იწვევს. გარდა ამისა, კისერი უკიდურესად არაფიზიოლოგიურ პოზიციაშია, რაც ხერხემლისა და ნერვული დაბოლოებების დაზიანებას იწვევს“ - ამბობს ლეინჰარდტი.

    ზემოთ აღწერილ პოზიციაში ხანგრძლივად ყოფნა დილას კისრის და ხერხემლის ტკივილს, საშვილოსნოს ყელისა და გულმკერდის, ასევე ხერხემლის სერიოზული გამრუდებას, ასევე სექსუალურ დარღვევებს იწვევს. ის განსაკუთრებით საშიშია ადამიანებისთვის, რომლებსაც სისხლძარღვების პრობლემები, ათეროსკლეროზი და ოსტეოქონდროზი აქვთ.

    ბრიტანელი ექიმი მუცელზე ძილის მოყვარულებს სხვა პოზიციის გამოყენებას ურჩევს. ყველაზე ოპტიმალური გვერდზე წოლა იქნება.