სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „გარდაცვლილი შვილის საფლავზე მოტყუებით აიყვანა...“ - ყოფილი ქმრის მიერ მოკლული გოგოს საქმის დეტალები

    „გარდაცვლილი შვილის საფლავზე მოტყუებით აიყვანა...“ - ყოფილი ქმრის მიერ მოკლული გოგოს საქმის დეტალები
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ხდება ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 27 წლის მარიტა მაზიაშვილის საქმის დეტალები.

    ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილმა ქმარმა მარიტა იქ შვილის საფლავზე აიყვანა. წყვილს 8 წლის წინ, ჩვილი ჰყავთ გარდაცვლილი და ის ამ სასაფლაოზეა დაკრძალული. არსებობს ვერსია, რომ დაპირისპირება თავდაპირველად ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სწორედ ბავშვის საფლავზე დაიწყო, თუმცა ეს არაოფიციალური ვერსიაა.

    საქმის მასალების მიხედვით, ნიკოლოზ ლაჩაშვილი ცხედარს ავტომობილში ორი დღის განმავლობაში მალავდა, შემდეგ კი დაქირავებული მანქანით ხევში გადააგდო.

    შეგახსენებთ, რომ თბი­ლის­ში, 31 წლის ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი ცოლი, 27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბილ­ში თო­კით გა­გუ­და, მე­ო­რე დღეს კი, ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით, გლ­და­ნის ხევ­ში გა­და­აგ­დო.

    ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.