სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მე არ ვაპატიებ დედი" - ყოფილი ქმრის მიერ მოკლული გოგოს დედის ემოციური კომენტარი

    „მე არ ვაპატიებ დედი" - ყოფილი ქმრის მიერ მოკლული გოგოს დედის ემოციური კომენტარი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბი­ლის­ში, 31 წლის ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი ცოლი, 27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბილ­ში თო­კით გა­გუ­და, მე­ო­რე დღეს კი, ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით, გლ­და­ნის ხევ­ში გა­და­აგ­დო.

    ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

    მოკლული 27 წლის მარიტა მაზიაშვილის დედა საქართველოში შვილი მკვლელობის შემდეგ ჩამოვიდა.

    ის წლების განმავლობაში იტალიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა

    მოკლული გოგოს დედას ეჭვი აქვს, რომ ნიკოლოზ ლაჩაშვილს თანამზრახველი ჰყავდა, რადგან ცხედარს მარტო ვერ გადააადგილებდა.

    „მე არ ვაპატიებ დედი, შემოგევლოს დედა, როგორ უნდა ვაპატიო. მაგას დაგეგმილი ჰქონდა, მოგიკვდეს დედა...“, - ამბობს მოკლული გოგოს დედა „ტვ პირველთან“.