სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სმენის არმქონე არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობის ფაქტი

    სმენის არმქონე არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობის ფაქტი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სმენის არმქონე არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საქმეში 30-მდე ანალოგიური შინაარსის ვიდეო დევს. ასევე, ირკვევა, რომ სავარაუდო მოძალადეები მოზარდებს აშანტაჟებდნენ და დასახიჩრებით ემუქრებოდნენ.

    მსხვერპლი მოზარდების ასაკი 7-დან 18 წლამდე მერყეობს, ხოლო სავარაუდო მოძალადეების 21-დან 50 წლამდე.

    „არასრულწლოვანებთან თუ სექსუალური აქტი ჰქონდა დამყარებული ან სურათებს აგზავნინებდნენ, შემდეგ მათ ემუქრებოდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს მათ მშობლებს ეტყოდნენ და ხელახლა აღებინებდნენ ვიდეოებს. მოძალადეები ამ ვიდეოებს ერთმანეთს უგზავნიდნენ. ასევე სხვა ბავშვებს აჩვენებდნენ და იმავეს სთხოვდნენ... 3 ან 4 გაუპატიურებული გოგონაა. რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც გოგოებს შიშველ ფოტო ან ვიდეო მასალას აგზავნინებდნენ მოძალადესთან. ეს არ იყო ერთჯერადი დანაშაული, ეს ხდებოდა სისტემატურად. 10 თუ 12 მოქალაქისთვის მსხვერპლი გოგოების შესახებ ცნობილი იყო და მათთან ამყარებდნენ კონტაქტს. ერთმანეთისგან იგებდნენ ბავშვების შესახებ და შემდეგ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ“ - ამბობს რესპონდენტი ანონიმურობის დაცვის პირობით „ფორმულასთან“.

    ყრუთა თემის წევრი ამბობს, რომ ძალადობა გოგონებზე 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და უარის მიღების შემთხვევა მოძალადე კაცები ბავშვებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ; ფარულად უღებდნენ და შემდეგ ამ კადრებით აშანტაჟებდნენ. ანონიმურმა წყარომ პოლიციას მიმართა და ყველა მტკიცებულება გადასცა.