სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი შრომით მოპოვებულია, დიდი ხანი არ გვქონდა სახლი" - როგორია ბაბი კირკიტაძის სახლი

    "ჩემი შრომით მოპოვებულია, დიდი ხანი არ გვქონდა სახლი" - როგორია ბაბი კირკიტაძის სახლი
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალი "შინ" მომღერალ ბაბი კირკიტაძის ახალი სახლის ფოტოებს გვთავაზობს.

    ტელეწამყვანი და მომღერალი ოჯახთან ერთად დიდ დიღომში, ახალაშენებულ კორპუსში სულ რაღაც ორი თვის წინ გადავიდა.

    ბაბის თქმით, ბინის რემონტის ხარჯები მთლიანად დედამისმა, ინგა ოდიკაძემ, გასწია.

    "სულ ახალახან დავასრულეთ ამ სახლის რემონტი. 17 დეკემბერს გადმოვედით საცხოვრებლად. ჩემი შრომით მოპოვებული სახლია და ეს ძალიან მახარებს. პატარა ფართია, თითქოს ახლა ვგრძნობ, რომ სივრცე არ გვყოფნის, მაგრამ ინტერიერი ძალიან მოგვწონს და შეგვიყვარდა."

    "რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი დედაჩემის ძალისხმევით არის გაკეთებული. შავი სამუშაოდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინით დასრულებული, ყველაფერმა მის ხელში გაიარა."

    "საცხოვრებელ ადგილს, უბანს დიდი მნიშვნელობა აქვს. მეც ბევრი რამის გათვალისწინებით ვარჩევდი. უპირველესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემს სამსახურთან ახლოს ყოფილიყო და ასეც მოხდა. გზაში დიდ დროს არ ვკარგავ. ამასთან, მყუდრო ადგილია, არ გვაწუხებს ხმაური. მოგეხსენებათ, კვლევების თანახმად, თბილისში ყველაზე სუფთა ადგილი დიდი დიღომია. მშენებელობის ხარისხს რაც შეეხება, ვენდობოდი მშენებლებს, რადგან ჩემი მეგობრები აშენებდნენ და მათი დიდი დახმარებით შევიძინე ეს ბინა."

    "ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სახლი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი საოცნებო სახლია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა, უფრო დიდი სახლი მქონდეს და უფლის წყალობით, დარწმუნებული ვარ, კიდევ მომეცემა ყიდვის საშუალება და ამ შემთხვევაშიც დედას მივანდობ რემონტის საკითხს. სანამ დედაჩემი არსებობს ამ ქვეყანაზე, მე არაფერში ჩავერევი, დაე, გაარემონტოს მან"
    - ამბობს ბაბი.