სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 74 წლის კანადელმა კაცმა უნივერსიტეტი ჩაბარებიდან 54 წელში დაამთავრა

    74 წლის კანადელმა კაცმა უნივერსიტეტი ჩაბარებიდან 54 წელში დაამთავრა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანკუვერის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტს ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად 54 წელი დასჭირდა. 71 წლის არტურ როსმა ცოტა ხნის წინ ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა და უნივერსიტეტის დამამთავრებელ წვეულებასაც დაესწრო, რასაც 54 წელი ელოდებოდა.

    არტურ როსი, რომელიც პროფესიით იურისტია, ვანკუვერის ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში 1969 წელს ჩაირიცხა. არტურმა ხელოვნების ფაკულტეტზე 2 წელი ისწავლა, შემდეგ კი პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. "ყველა ჩემი შვილის უნივერსიტეტის დამამთავრებელ ღონისძიებას დავესწარი. ერთ-ერთმა შვილმა კი მირჩია, რომ სწავლა მეც უნდა გამეგრძელებინა და მიხარია, რომ დავთანხმდი", - ამბობს არტური.

    არტური 35 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა, თუმცა 2016 წელს გადაწყვიტა, რომ იურისტის კარიერა დაესრულებინა. როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდა, არტურმა ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლის დასრულებაც მოისურვა. მართალია, ამ პროცესს ხელი პანდემიამ შეუშალა, თუმცა არტურს დღეს უკვე ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მინიჭებული აქვს.

    არტურის თქმით, ადამიანმა დრო იმის შესწავლას უნდა დაუთმოს, რაც მართლა აინტერესებს.

    "ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ იურიდიულ სკოლაში უნდა მესწავლა და ადვოკატი გავმხდარიყავი. ახლა კი, როცა ახალი შესაძლებლობა გამომიჩნდა, ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლაც დავასრულე", — განაცხადა არტურმა.