სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • Messenger-ს ახალი ფუნქცია ემატება

    Messenger-ს ახალი ფუნქცია ემატება
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Meta თავის პროდუქტებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებაზე მუშაობს. გეგმის ფარგლებში Messenger პლატფორმაზე AI სტიკერები დაემატება.

    კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე აჰმად ალ-დაჰლე, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Meta-ს ვიცე-პრეზიდენტი, თანამშრომლებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. კომპანია გამოსახულებების გენერირების მოდელს გამოიყენებს და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ტექსტური მითითებებით სტიკერები შექმნან.

    ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეს მომხმარებლებს თვითგამოხატვის უსაზღვრო შესაძლებლობას მოგვცემს, მათ შორის კულტურულ ასპექტშიც.

    "რა თქმა უნდა, სტიკერები მხოლოდ აისბერგის წვერია", - ამბობს ალ-დაჰლე.

    მანამ, სანამ ახალი ფუნქცია ფართო საზოგადოებისათვის გახდება ხელმისაწვდომი, მას ჯერ Meta-ს თანამშრომლები გამოცდიან.

    საგულისხმოა, რომ კომპანია AI მოდელებზეც მუშაობს, რომლებიც ნებისმიერ სურათს ჩვენი სურვილისამებრ გარდაქმნის. მაგალითად, შეცვლის გამოსახულების ფორმატს, ცუგას ფოტოს ნახატად აქცევს და ა.შ.

    პროდუქტებში გენერაციული AI-ს გამოყენების შესახებ პირველად მაშინ შევიტყვეთ, როდესაც ცუკერბერგმა კომპანიაში სპეციალური გუნდის შექმნა გვაცნობა, რომელიც AI-ზე დაფუძნებული ხელსაწყოების შექმნაზე იმუშავებს.

    აპრილში ცუკერბერგმა ინვესტორებს აცნობა, რომ Meta-ს სურს, "AI აგენტები მილიარდობით ადამიანამდე მიიტანოს". გაიმეორა ისიც, რომ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს WhatsApp-ში, Messenger-ში, Facebook-სა და Instagram-შიც გეგმავდა.

    კომპანია თავის AI შესაძლებლობებს LLaMA ენის მოდელის კუთხითაც აღრმავებს და ახლახან ახალი open-source AI მოდელიც დააანონსა, რომელიც ტექსტურ, აუდიო-, ვიზუალურ, მოძრაობის, თერმულ და სიღრმის მონაცემებს აერთიანებს.