სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მოსკოვი კიევთან დიალოგის დამყარების სუსტ საფუძველსაც კი ვერ ხედავს“ - პესკოვი

    "მოსკოვი კიევთან დიალოგის დამყარების სუსტ საფუძველსაც კი ვერ ხედავს“ - პესკოვი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ "რუსეთი 1“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან დიალოგის დამყარების სუსტ საფუძველსაც კი ვერ ხედავს.

    "ფაქტობრივად, ახლა შეთანხმების წინაპირობები არ არსებობს. უფრო მეტიც, ახლა არ არსებობს თუნდაც სუსტი საფუძველი, რათა ვაწარმოოთ რაიმე სახის დიალოგი“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

    პესკოვის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას კიევს „მისი პატრონები“ არ აძლევენ.

    "ჩვენ ვხედავთ – ა) – რეჟიმის მხრიდან სურვილის არქონას; ბ) – მოუმზადებლობას; გ) – რეჟიმისთვის ნებართვაზე უარის თქმას პატრონების მხრიდან. ამის თქმა ალბათ ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვნების გარეშე შეიძლება. ამიტომ მოლაპარაკების წინაპირობები ახლა არ არსებობს”, – აღნიშნა პესკოვმა.