სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მთელი ცხოვრება მაქვს განცდა, რომ ცოცხალია და სადღაც გაშვილებულია..." - ანრი ჯოხაძე უფროს ძმას ეძებს

    "მთელი ცხოვრება მაქვს განცდა, რომ ცოცხალია და სადღაც გაშვილებულია..." - ანრი ჯოხაძე უფროს ძმას ეძებს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გადაცემაში "ნოესთან“ სტუმრად მომღერალი ანრი ჯოხაძე იყო, სადაც მან აქამდე უცნობი ისტორიის შესახებ ისაუბრა.

    "ეს არის ურთულესი ამბავი ჩვენს ოჯახში, დედმამიშვილებში მაგდა არის უფროსი, მაგრამ მანამდე ჩემს მშობლებს შეეძინათ ვაჟი, რომელზეც სამშობიაროში უთხრეს, რომ გარდაიცვალა. დღეს ძალიან ბევრი რამ გაიშიფრა იმ წლებში ბავშვების მოტაცება გაშვილების შესახებ. ამას წინათ თამუნა მუსერიძესთან ვსაუბრობდი და მან დამაკვალიანა საიდან უნდა დამეწყო სიმართლის დადგენა.

    დღეს საკმაოდ მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა, რომელიც ჩემი მშობლების პირველი შვილია, ცოცხალია და სადღაც გაშვილებულია. ახლა უნდა იყოს 47 წლის.

    მთელი ცხოვრება მაქვს ამისი განცდა, ყველაზე რთულია რუსიკოსთვის ამ ყველაფრის გააზრება, დამოუკიდებლად ვეძებ, მაგრამ რუსიკომ იცის. ექიმი, რომელმაც ამშობიარა დედა, ერთ-ერთ ეჭვმიტანილად არის მიჩნეული ამ საქმეში.“
    - ამბობს ანრი.