სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საკმაოდ რთული კვირაა... ზოდიაქოს ყველა ნიშანზე უარყოფითად აისახება - ცაგარელი გვაფრთხილებს

    საკმაოდ რთული კვირაა... ზოდიაქოს ყველა ნიშანზე უარყოფითად აისახება - ცაგარელი გვაფრთხილებს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა ზოდიაქოს ყველა ნიშანზე უარყოფითად აისახება.

    ვერძი – რთული კვირაა. არაა გამორიცხული თქვენდაუნებურად გაებათ ინტრიგებში, მოგიწიოთ სხვათა პრობლემების გადაჭრა და საკუთარი საქმეების უკანა პლანზე გადაწევა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან დაგეგმილი პროექტებიც ილუზორული აღმოჩნდა და პარტნიორებიც გაგიცრუებენ იმედს. სწორედ ისინი გაგაღიზიანებენ ყველაზე მეტად და შექმნიან იმ ნეგატიურ ფონს, რაც პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში შეგიშლით ხელს. იმოქმედეთ დამოუკიდებლად, ნუ გექნებათ ახლობლების და მეგობრების დახმარების იმედი, ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

    კურო – არასასიამოვნო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ძალიან გაგიჭირდებათ იდეების და დაგეგმილი პროექტების განხორციელება. მოიმატებს ინტრიგების და მოტყუების, კოლეგათა მხრიდან უპასუხისმგებლობის და საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის ალბათობა. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და ნეგატიურად აისახება თქვენს რეპუტაციაზე. მოერიდეთ მსხვილი კაპიტალის დაბანდებას, საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს და ზედმეტ ხარჯს.

    ტყუპები – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. ახლა თქვენი დროა, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. რა თქმა უნდა შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და პოზიტიური შანსების გამოყენებას, მაგრამ სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად ვერც თქვენ დააღწევთ თავს დედამიწის ნეგატიური ენერგოველის გავლენას. ეცადეთ იმოქმედოთ დამოუკიდებლად, ნუ გექნებათ სხვათა დახმარების იმედი. გაამახვილეთ ყურადღება ინდივიდუალურ პროექტებზე და მოერიდეთ კოლექტიურ მუშაობას. არ აჰყვეთ ილუზიებს, ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი, პარტნიორთა შესაძლებლობები და იდეების რეალიზაციის შანსები. დაიოკეთ სულსწრაფობა და ფულის სწრაფად შოვნის სურვილი.

    კირჩხიბი – საკმაოდ მძიმე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო დაამძიმებენ ინტრიგები და ჭორები, გააქტიურებული კონკურენტები და ფარული მტრები. ენას კბილი დააჭირეთ და მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, კარგი კვირაა ახალი სამსახურის მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

    ლომი – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, თუმცა მოგიწევთ ეგოიზმის, პრეტენზიულობის და ძალაუფლებისკენ სწრაფვის დაოკება, რადგან მოჭარბებული ამბიციები და ამპარტავნობა მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. კარგი კვირაა ქველმოქმედებისა და სხვათა, განსაკუთრებით მოხუცთა დახმარებისთვის. მოერიდეთ რისკს და დაუფიქრებლად მოქმედებას. ნუ უგულებელყოფთ ავტორიტეტული ადამიანების რჩევებს, ნუ დაიჩემებთ საკუთარი აზრების სისწორეს, რადგან ასე ობიექტურობის შეგრძნებას დაკარგავთ და გაგიჭირდებათ მოვლენების რეალურად შეფასება.

    ქალწული – რთული და დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, აუცილებლად გაღიზიანებას გამოიწვევს და შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომებიც დაგაშვებინოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიეთ პარტნიორები, რადგან შესაძლოა სწორედ მათ შეგიქმნან გაუთვალისწინებელი პრობლემები.

    სასწორი – არასტაბილური კვირაა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და გონებამახვილობის გამოვლენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიურ ველში გადასვლა თქვენზეც ნეგატიურად აისახება. გაგიჭირდებათ პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა, დაგეგმილი შემოსავლების და სხვა დივიდენდების მიღება. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რადგან მაღალია დეზინფორმაციის ფონზე მოტყუების და შეცდომების დაშვების ალბათობა. მოერიდეთ ფულის ფუჭად ხარჯვას, რადგან ბევრი ეცდება ისარგებლოს თქვენი ხელგაშლილობით და იმაზე მეტი დაგახარჯვინოთ, ვიდრე წინასწარ გქონდათ დაგეგმილი.
    მორიელი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ტრანსფორმაციის კვირაში გადააფასოთ ურთიერთობა ძველ ნაცნობებთან და მეგობრებთან. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს, ყურადღება გამოიჩინეთ ნებისმიერი კონტრაქტის გაფორმებისას, რათა არ აღმოჩნდეთ პარტნიორებზე ფინანსურად დამოკიდებული. არ ღირს საკუთარ ვალდებულებებზე უარის თქმა, რადგან მსგავსი უპასუხისმგებლობა ნეგატიურად აისახება თქვენს რეპუტაციაზე. თავი შეიკავეთ საქმის გარჩევისა და სასამართლო პროცესებისგან, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ სასურველი შედეგის მიღწევა და აუცილებლად მარცხს განიცდით.

    მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც ძალიან გაგიჭირდებათ მოულოდნელად შექმნილი პრობლემების დაძლევა. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია უმიზეზოდ წამოჭრილი კამათის სერიოზულ კონფლიქტში გადაზრდის ალბათობა. გაღიზიანების მიუხედავად, არ ღირს ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, რადგან შესაძლოა ახლა გაგიმართლოთ, მაგრამ მოგვიანებით ორმაგად მოგიწევთ ყველაფრისთვის გადახდა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება. თავი შეიკავეთ მოგზაურობისა და შორ მანძილზე მგზავრობისგან, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელი პრობლემების დაძლევა მოგიწიოთ სახლში.

    თხის რქა – მეტად დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ რისკს და დაუფიქრებლად მოქმედებას. მოიმატებს გაუგებრობების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა, რაც ნდობას დაგაკარგინებთ და ურთიერთობას გაგირთულებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. თავი შეიკავეთ საქმის გარჩევისა და საკუთარი სიმართლის მტკიცებისგან, რადგან მაინც ვერ შეძლებთ სხვათა დარწმუნებას. უმჯობესია მოერიდოთ კონფლიქტს და თვალი დახუჭოთ სხვათა სისუსტეებზე. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ დოკუმენტაციის და ოფიციალური საბუთების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. მოერიდეთ კაპიტალის დაბანდებას და მსხვილი საყიდლების გაკეთებას.

    მერწყული – რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას და დაგეგმილი საქმეების მეტ-ნაკლებად შესრულებას, მაგრამ საერთო არასტაბილურობის ფონზე თქვენც მოგიწევთ პრობლემების დაძლევა, რაც სერიოზულად გაგიფუჭებთ განწყობას. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, კაპიტალდაბანდებას და ფინანსურ ოპერაციებს, რადგან არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ვალის დაბრუნება ან პარტნიორებისთვის სოლიდური თანხის გადახდა. არ თქვათ უარი მეგობრების დახმარებაზე, რადგან მხოლოდ მათი წყალობით შეძლებთ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქებას.

    თევზები – რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული ჩაგეშალოთ წინასწარ დაგეგმილი პროექტები, რაც სერიოზულად გაგიფუჭებთ განწყობას. არ აჰყვეთ ილუზიებს, რაც ხელს შეგიშლით მოვლენების ობიექტურად შეფასებასა და სწორად მოქმედებაში. გამოიჩინეთ ყურადღება გარშემომყოფთა მიმართ, რადგან სწორედ ახლა გააქტიურდებიან მოშურნეები და ფარული მტრები.

    გეომაგნიტური დღეები – 12, 15, 17 და 18 ივნისი.