სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ ბავშვები - ღარიბაშვილის თქმით, სუროგაცია დარეგულირდება

    შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ ბავშვები - ღარიბაშვილის თქმით, სუროგაცია დარეგულირდება
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერმინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმადაც საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

    ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ჰომოფობიის წამახალისებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ საქართველოში დაბადებული ბავშვი. ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია და რა წყაროს ეყრდნობა.

    "ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილი არის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული [სუროგაცია] ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს... უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება, ონლაინიც არის ეს, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება.
    ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს, შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი, ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაცია, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვი და შეიძლება უამრავი პრობლემა იყოს, სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჯანდაცვის სამინისტრო, ამიტომ ამას სჭირდება რეგულირება", - თქვა ღარიბაშვილმა.
    პრემიერმა თქვა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს გადაუგზავნიან და მხარდაჭერის იმედი აქვთ.