სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უნივერსიტეტის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბერში დასრულდება - კალაძე

    უნივერსიტეტის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბერში დასრულდება - კალაძე
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, უნივერსიტეტის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება.

    "დავიწყეთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია. პირველი, რაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაკეთდება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პრობლემა გზის სავალ ნაწილსაც ეტყობოდა - გარკვეული მონაკვეთები ჩავარდნილი იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. გარდა ამისა, გაკეთდება განათების ახალი სისტემა, დამონტაჟდება ლედ-სანათები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. ეს კონკრეტული ადგილი, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე გასასვლელია, ძლიერი წვიმის დროს პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ერთ-ერთი დაბალი ადგილია და აქ ძალიან დიდი რაოდენობის წყალი გუბდებოდა. შესაბამისად, უნდა მოეწყოს სანიაღვრე სისტემა. გარდა ამისა, საპარკინგე ადგილები გაჩნდება. აქამდე მანქანის გაჩერება შეუძლებელი იყო. ასევე, არ არსებობდა ტროტუარები, ფეხით გადაადგილებაც პრობლემას წარმოადგენდა, აღნიშნულ პროექტში კი ეს ყველაფერი გათვალიწინებული იქნება. სამუშაოებს ნოემბერში დავამთავრებთ", - თქვა კახა კალაძემ.
    რეაბილიტაციის გამო, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა: N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად. კერძოდ, სოფელ თხინვალადან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი იმოძრავებს სოფელ თხინვალას მიმართულებით.

    ავტობუსები - N302, N304, N310, N392 უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან არსებულ წრეზე კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ მობრუნდებიან, სადაც მათი ბოლო გაჩერება იქნება.