სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ავიაკატასტროფის დროს დაკარგული ბავშვები 40 დღის შემდეგ იპოვეს - რა მოხდა ამაზონის ჯუნგლებში

    ავიაკატასტროფის დროს დაკარგული ბავშვები 40 დღის შემდეგ იპოვეს - რა მოხდა ამაზონის ჯუნგლებში
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ამაზონის ჯუნგლებში უვნებელი იპოვეს მას შემდეგ, რაც ისინი 40 დღის განმავლობაში იყვნენ დაკარრგული. როგორც გაირკვა ისინი ამ დროის განმავლობაში ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების დედა ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ჯუნგლებში მაშველებთან ერთად ექიმებიც იმყოფებოდნენ და მათი თქმით, ბავშვები სუსტად არიან, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

    გადარჩენილთაგან ყველაზე უფროსი 13 წლისაა, პატარა კი - 11 თვის. მაშველების თქმით, ამაზონის ჯუნგლებში ბავშვებს პირველ მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ უშედეგოდ ეძებდნენ.

    "ბოლოს ისინი ძალიან სუსტად იყვნენ და მათი პოვნა უმცროსი ბავშვის ტირილის ხმის გაგებით შევძელით. ბავშვები ძალიან დაღლილები იყვნენ და ისე აღარ შეეძლოთ მოძრაობა, როგორც დაკარგვიდან 1-2 კვირის განმავლობაში", - განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა.

    კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტრო თქმით, ბავშვებმა ყველა დაარწმუნეს, რომ ჯუნგლებში გადარჩენა შესაძლებელია, რაც ისტორიას სამუდამოდ დაამახსოვრდება. ადგილობრივ მედიაში კი გადარჩენილ ბავშვებს "ჯუნგლების შვილები" უწოდეს.