სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსეთის ძალები გასულ ღამეს კიევსა და კრივი-რიჰზს დაესხნენ თავს

    რუსეთის ძალები გასულ ღამეს კიევსა და კრივი-რიჰზს დაესხნენ თავს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა გვიან ღამით კიევს საკრუიზო რაკეტებით შეუტიეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

    კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს მტრის ყველა სამიზნის განადგურება. ჯერ უცნობია, მოჰყვა თუ არა საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი.

    აფეთქება მოხდა ქალაქ კრივი-რიჰიშიც, სადაც ოკუპანტების სამიზნე რამდენიმე ობიექტი გახდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 25 პირი და დაიღუპა სამი. ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. მაშველები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.