სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გაიცანით დურგალი ქალი, რომელმაც საქმე "კარნიზებით“ დაიწყო და ახლა ყველაფერს აკეთებს, კუბოებსაც კი

    გაიცანით დურგალი ქალი, რომელმაც საქმე "კარნიზებით“ დაიწყო და ახლა ყველაფერს აკეთებს, კუბოებსაც კი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ძნელია, ქალი შეეჭიდო კაცის საქმეებს, როცა სახლში მამაკაცი არავინაა და კიდევ უფრო ძნელია, როცა თვეების წინ საყვარელი შვილი დაკარგე და მაინც გიწევს არანორმალური შრომა, მხოლოდ იმიტომ, რომ სულიერად და ფიზიკურად გადარჩე. ასე უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს ია კიპაროიძე, რომელიც სურამში ცხოვრობს და ხის ავეჯს, ჩიტის ბუდეებს, "სასახლეებს“ ამზადებს. "კუბო ჩემთვის "სემიჩკასავითაა“, – ამბობს ქალბატონი გია ჯაჯანიძის ერთ-ერთ გადაცემაში.

    "სასახლეების“ დამზადების სულაც არ ეშინია. მეტიც. შეუძლია, დღეში ორი, სამი კუბო ააწყოს თავიდან ბოლომდე. როდის, როგორ შეისწავლა მან დურგლის ხელობა, ამაზე და სხვა დანარჩენზეც თავად გიამბობთ.

    გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

    – ია, გვიამბეთ, როდის და რატომ დაინტერესდით ამ ხელობით?

    "მე და ჩემი მეუღლე თანაკლასელები ვიყავით. მეუღლე 18 წელია, აღარ მყავს. ადრე ნორმალური სამსახურიც მქონდა, გალანტერიაში ვმუშაობდი. მერე დეკრეტში რომ გავედი, ბავშვი შემეძინა და სახლში დავრჩი. ჩემი მამამთილი ხელოსანი იყო. ეზოში პატარა ცეხივით გვქონდა. მამამთილი მუშაობდა და ჩემი ქმარი ეხმარებოდა. თავიდან, ფარდის "კარნიზებით“ დავიწყეთ..."


    – ისეთ რამეზე მოგიწიათ მუშაობა, რასაც ადრე, ალბათ, ვერც გაიფიქრებდით.

    " აბა, რას წარმოვიდგენდი?! ქალი ვარ. ჩემი მშობლები მეჩხუბებოდნენ, ქალს რა უნდა დაზგასთანო, მაგრამ ინტერესი მქონდა, ხისგან რაღაცები მეც მეკეთებინა, თორემ მანამდე, აბა, მაგას რა მომაფიქრებდა, თუ ხელოსანი გავხდებოდი. შემდეგ ქმარი დამეღუპა. 33 წლის იყო ისიც და მეც 33 წლის ვიყავი. რა მექნა? ხელობა კარგად ვიცოდი. ცეხი სახლში მქონდა. დავდექი და დავიწყე მეც დაზგასთან მუშაობა. ერთი პერიოდი ჩემი ძმა მოვიყვანე დამხმარედ, მუშაც მყავდა. ძალიან ბევრი შეკვეთა გვქონდა. კარ-ფანჯრები, სკამები, მაგიდები... ყველაფერს ვაკეთებ, დივან-სავარძლების გარდა. ადრე ლამინატი არ იყო და ყველაფერს სულ ხისგან ვამზადებდით. სამზარეულო, საძინებელი... რასაც მთხოვდნენ, ყველაფერს ვაკეთებდი."

    – გქონდათ ისეთი მომენტი, როცა ძალიან მოგბეზრდათ და თავი მიანებეთ?

    "ოცდაათ წელზე მეტია, ამ ხელობაზე ვმუშაობ. კი, ერთი პერიოდი თავი მივანებე. ქალი ვარ, ამდენი კარის, ფანჯრის, სკამის კეთება აღარ შემიძლია, დასვენება მინდა-მეთქი და თავი მივანებე. მაგრამ იმდენი კლიენტი მყავდა, სახლში მაკითხავდნენ, მთხოვდნენ... ავდექი და უფრო კარგი ცეხი გავაკეთე, ყველაფერი თანამედროვე შევიძინე და თავიდან დავიწყე. მივეჩვიე."

    "შვილის გარდაცვალების მიუხედავად, „სასახლეებს“ მაინც აკეთებთ. მგონია, დედის ხელით გაკეთებული „სასახლე“ კარგის მომასწავებელი არ არის. მე არ ვიცი თქვენ როგორ უყურებთ ამას და ახლა თქვენს განსჯას არც ვაპირებ. სხვაგვარად ნუ გაიგებთ, უბრალოდ, ასე ვფიქრობ, რადგან თქვენს ცხოვრებაში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა."

    " ექვსი თვეა, რაც ბიჭი გარდამეცვალა. ფილტვები ჰქონდა დაზიანებული, ვირუსმა უფრო იმოქმედა... რა თქმა უნდა, ჩემთვის ძნელია ამ მდგომარეობაში მუშაობა, მაგრამ რა ვქნა? იძულებული ვარ, გავაკეთო, ზოგს რა უნდა, ზოგს – რა. ნელ-ნელა გავედი და ვმუშაობ, რომ ცოტა გული გადავაყოლო.
    "- ამბობს ქალბატონი.

    წყარო: primetime.ge