სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ ვერ ვიკლებთ წონაში - სპეიციალისტები ძირითად მიზეზებს ასახელებენ

    რატომ ვერ ვიკლებთ წონაში - სპეიციალისტები ძირითად მიზეზებს ასახელებენ
    10 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    არასწორი მიდგომა ხშირად იწვევს იმას, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ ვიკლებთ წონაში.

    საჭიროა სწორად კვება


    მთლიანად შეცვალეთ კვების მოდელი: შეწყვიტეთ ცხიმიანი და მარილიანი საკვების მიღება, უარი თქვით წითელ ხორცზე და გადახვედით ბოსტნეულზე, მაგრამ მაინც არ იკლებთ წონაში? საქმე ისაა, რომ ალბათ ყველაფერი არასწორად გააკეთეთ. ბევრი დიეტოლოგი ამბობს, რომ დღეს უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ არა იმას რამდენს ჭამთ, არამედ იმას, თუ როგორ იკვებებით. დიეტაზე ყოფნისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უარი თქვათ ცუდ კვებით ჩვევებზე, არამედ ნამდვილად გიყვარდეთ ჯანსაღი საკვები. აქ კი აუცილებლად დაგეხმარებათ გამოცდილი ადამიანების, ბლოგერების ვიდეოები, რომლებიც გასწავლიან, როგორ გადააქციოთ უბრალო სალათის ფოთოლი გემრიელად და თავი არ დაიტანჯოთ უგემური საკვებით.

    იყავით რეალისტები

    თუ გრძნობთ, რომ ტკბილეულს მთლიანად ვერ თმობთ, ნუ იტანჯებით, მიეცით საშუალება თქვენს თავს კვირაში ერთხელ თქვენი საყვარელი ნამცხვარი ან ნაყინი მიირთვათ. კარგია, როცა ვამბობთ, რომ ორშაბათიდან დიეტაზე ვართ, თუმცა სინამდვილეში ეს ასე მარტივად არ ხდება და თანდათანობითი პროცესია.

    არ დაყოთ საკვები "ცუდად" და "კარგად"

    ყველაზე დიდი შეცდომა ბევრის ჭამაა. ის, რომ დაბალკალორიულია კონკრეტული პროდუქტი და განუსაზღვრელი რაოდენობით ჭამოთ, არ არის სწორი მიდგომა. თუ ჭარბად მიირთმევთ კენკრას, სისხლში შაქრის დონე აიწევს. ხოლო კილოგრამი ავოკადოს ჭამა მიგიყვანთ იმ ფაქტამდე, რომ დრო არ გექნებათ მიღებული კალორიების დასაწვავად. ამიტომაც, ის, რომ პროდუქტი ,,კარგია“ , ,,სასარგებლოა“ იმას არ ნიშნავს, რომ ზომა არ უნდა დაიცვათ.

    დაისახეთ ყოველდღიური მიზნები

    ადამიანთა უმეტესობა, ვინც წონის დაკლებას აპირებს, თავის მიზნებს ასე აყალიბებს: ,,10 კილოს დავიკლებ 5 კვირაში“, ,,ჩავიცვამ იმ ჯინსს, რომელიც მე-10 კლასში მეცვა“ და ასე შემდეგ. ეს არასწორი მიდგომაა. ყველა ეს მიზანი მიზნად ისახავს შედეგს, რომელიც დაუყოვნებლივ არ ჩანს. ვერ ვხედავთ რაიმე ცვლილებას, სწრაფად ვნებდებით და ვკარგავთ ყოველგვარ სურვილს გავაგრძელოთ ის, რაც სწორია. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა საკუთარი თავის სათანადო მოტივაცია. დაისახეთ ერთი გრძელვადიანი მიზანი, ეს იყოს ჯინსი მე-10 კლასიდან, ოღონდ ამ ოცნებისკენ მიმავალი გზა გადაანაწილეთ პატარა ამოცანებად, რომელთა განხორციელება წარმატებამდე მიგვიყვანს. მაგალითად, მთელი ორშაბათი არ მიირთვათ პური, ლანჩზე მიირთვით სალათი, საუზმეზე მიირთვით იოგურტი, რამდენიმე წუთი დაუთმეთ ვარჯიშს. ამ გზით ნახავთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, სიამაყის გრძნობა კი დიდი მოტივატორია.