სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს გაიძულებს იგრძნო ცოცხალი რომ ხარ...“ - გივიკო დიდიას ემოციური პოსტი

    "ეს გაიძულებს იგრძნო ცოცხალი რომ ხარ...“ - გივიკო დიდიას ემოციური პოსტი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში გურული ბლოგერი, გივიკო დიდია, წყალტუბოდან გადაღებულ ფოტოს აზიარებს და წერს:

    "დილა მშვიდობისა წყალტუბოდან. ყოველ დღე ჩემს თავს ვეუბნები. უნდა იცხოვრო წვრილმანების გამო. იცხოვრო საყვარელი სიმღერების, კარგი წიგნების და ფილმების გამო.

    იცხოვრო უმიზეზო ღიმილის გამო. იცხოვრო იმ ადამიანების გამო, რომლებსაც ახსოვთ რომ შენ სვამ უშაქრო კოფეს და გიყვარს გრძელი საუბრები. იცხოვრო მოგზაურობის გამო.

    ახალი გაცნობების გამო. იცხოვრო გასეირნების და ჩახუტების გამო. იცხოვრო ადამიანების გახარების გამო. იცხოვრო იმ წვრილმანების გამო, რაც გაიძულებს იგრძნო რომ ცოცხალი ხარ.
    პ.ს არავინ მოვა გახსოვდეს - ბედნიერება შენს ხელშია“,
    - წერს გივიკო დიდია.