სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კვარას და მამარდას თითქმის ერთნაირი ანაზღაურება ექნებათ - ნახეთ რამდენს გამოიმუშავებენ ქართველი ფეხბურთელები

    კვარას და მამარდას თითქმის ერთნაირი ანაზღაურება ექნებათ - ნახეთ რამდენს გამოიმუშავებენ ქართველი ფეხბურთელები
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საქართველოს უკვე ორი წარმომადგენელი ჰყავს, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი. ორივე მათგანი ძალიან ახალგაზრდა და მათზე დიდი იმედები მყარდება.

    ხვიჩასაც და გიორგისაც თავიანთ კლუბებთან 5-5 წლიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. მამარდაშვილზე ვიცით, რომ დიდი ალბათობით კლუბის პირველი მეკარე იქნება, ხვიჩას კი ჯერ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.

    კვარა წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს და მას შემდეგ, რაც მამარდასთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონამდე ავა, მეკარეც დაახლოებით 1.3-1.7 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.