სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

    საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

    საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან დღის რეისები 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით – 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:15 საათზე შესრულდება.

    ასევე, ემატება ღამის რეისები. საქართველოს რკინიგზის ცნობით, 16 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 00:35 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისში – 00:45 საათზე.