სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გამიკვირდა, რომ აფრიკაშიც უსმენენ ჩემ სიმღერებს. მიმიწვიეს..." - ნინო ჩხეიძეს გეგმები

    "გამიკვირდა, რომ აფრიკაშიც უსმენენ ჩემ სიმღერებს. მიმიწვიეს..." - ნინო ჩხეიძეს გეგმები
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნინო ჩხეიძე 42 წლის გახდა. დღევანდელ "ღამის პრაიმტაიმში" იუბილარი წამყვანი ახალ დუეტებს ასრულებს და არ გამოტოვოთ.

    "გამიკვირდა, რომ აფრიკაშიც უსმენენ ჩემ სიმღერებს. მიმიწვიეს..." - ნინო ჩხეიძეს გეგმები


    ნინო ჩხეიძე: ძალიან მაგარი ასაკია. არადა, 20 წლის ასაკში ვფიქრობდი, 42 წლის ადამიანებს ან რა ახარებთ, ან დაბადების დღე რატომ აბედნიერებთ-მეთქი.

    მეტად უვლი თავს, ზუსტად იცი, რა გინდა, რა გახარებს, ნაკლებ შეცდომებს უშვებ, ემოციურად დაბალანსებული ხარ, ხარობ ყოველი დღით, დრო უფრო ძვირფასია.

    პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული არ მაქვს. სახეს ვუვლი, ბიორევიტალიზაციიდან დაწყებული, ყველა საჭირო პროცედურას ვიკეთებ. ვცდილობ, ნეგატიური ინფორმაციის ასხლეტვას, მედიტაციით განტვირთვებს ვიშველიებ. ვუსმენ მუსიკას, თავთან მარტო ვრჩები. საკუთარ თავს ხშირად ვესაუბრები, შინაგანად რა მაწუხებს... მიყვარს განმარტოება, დღეში ერთი საათით ვუსმენ თავს, ვმედიტირებ.




    ვხატავ, როდესაც ნეგატიური განწყობა მაქვს. ნეიროგრაფიკა არ ვიცი, რაც იმ მომენტში მინდა, ავტომატურად იმას ვხატავ. ეს მშველის.

    ასაკმა მოიტანა გამოცდილება, სიმშვიდე და ერთგული ადამიანების დაფასება. ნამდვილ ადამიანებს მეტად ვაფასებ. მაბედნიერებენ ადამიანები, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ.

    წელს განსაკუთრებული საჩუქრები მივიღე. ძვირფასი და გასახარი საჩუქრები მაჩუქეს. მთელი დღე მქონდა გადაცემის ჩაწერა, "რუსთავი 2"-მა და "ღამის პრაიმტაიმმა" საოცნებო დაბადების დღეს მომიწყო. მადლობა ყველას. ტელევიზიიდან მივედი სტუდიაში, სადაც მეგობრებმა სიურპრიზი დამახვედრეს. ასე დაუგეგმავად იმაზე კარგი დღე იყო, ვიდრე დაგეგმილი შეიძლებოდა გამოსულიყო.

    ზაფხულში ბევრი კონცერტი მაქვს. მომიწევს ფრენები... აქეთ გადაცემა. დასვენება არ ვიცი, როდის უნდა დავგეგმო.

    გამიკვირდა და აფრიკიდან (კეიპტაუნიდან) მქონდა დახურულ ივენთზე სიმღერის შემოთავაზება; ქორწილში უნდა მემღერა. ბევრი ვიფიქრე, წავსულიყავი თუ არა. თან გამიკვირდა, რომ აფრიკაშიც უსმენენ ჩემ სიმღერებს. მაინტერესებდა კიდეც, მაგრამ ამგვარ გამოწვევებს ვუფრთხი ხოლმე. ამიტომ დუბაი ვარჩიე, სადაც კონცერტით პირველად უნდა ჩავიდე.