სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 15 წლის სალომე, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

    15 წლის  სალომე, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის
    10 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    15 წლის სა­ლო­მე თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რია. ხატ­ვა ბა­ღის ასა­კი­დან და­ი­წყო და მას შემ­დეგ უამ­რა­ვი ლა­მა­ზი ნაშ­რო­მი შექ­მნა. თა­ვი­დან ყვა­ვი­ლე­ბის და სა­მო­სის ხატ­ვა და­ი­წყო, როცა მიხ­ვდა, რომ საქ­მე კარ­გად გა­მოს­დი­ო­და, გა­და­წყვი­ტა საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მოჰ­კი­დე­ბო­და. პა­ტა­რა ასაკ­ში გა­და­წყვი­ტა თა­მარ მეფე და­ე­ხა­ტა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ლო­მე ძი­რი­თა­დად ფან­ქრით ხა­ტავს.

    15 წლის  სალომე, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის



    სა­ლო­მე ზუ­ბი­აშ­ვი­ლი:

    - ხატ­ვა ბა­ღი­დან და­ვი­წყე. მომ­წონ­და ყვა­ვი­ლე­ბის და კა­ბე­ბის ხატ­ვა, დი­ზა­ი­ნე­რო­ბა მსურ­და... და­ბალ კლა­სებ­ში ძი­რი­თა­დად ყო­ველ­თვის მას­წავ­ლებ­ლის მო­ცე­მულ და­ვა­ლე­ბას ვას­რუ­ლებ­დი, ხე­ლოვ­ნე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვუდ­გე­ბო­დი, ჩემს ნა­მუ­შევ­რებს ყო­ველ­თვის სკო­ლის დე­რე­ფან­ში აკ­რავ­დნენ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ხატ­ვის ნიჭი მქონ­და და მათ ჩემი ნა­ხა­ტე­ბი მოს­წონ­დათ. ამან მი­ბიძ­გა, რომ ბევ­რად უფრო კარ­გი ნა­ხა­ტე­ბი შე­მექ­მნა...



    10 - 11 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე კა­ბე­ბის კერ­ვა თო­ჯი­ნე­ბი­სათ­ვის. არა მარ­ტო კა­ბებს ასე­ვე თმებ­საც მე ვა­კე­თებ­დი. მა­ღალ კლა­სებ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ კი ანი­მეს ყუ­რე­ბა და მათი და­ხატ­ვა და­ვი­წყე. ახლა ისევ ვაგ­რძე­ლებ და ანი­მა­ცი­ებს ვხა­ტავ, ზოგ­ჯერ მსა­ხი­ო­ბებს და მომ­ღერ­ლებს...

    ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასაკ­ში თა­მარ მეფე და­ხა­ტეთ...

    - დიახ, მე­ო­თხე კლას­ში დავ­ხა­ტე თა­მარ მეფე... არ არის კარ­გი, მაგ­რამ ვი­ნა­ხავ უფრო სწო­რედ, რაც არ მომ­წონ­და ვყრი­დი-ხოლ­მე და დედა მი­მა­ლავ­და. ფან­ქრით ხატ­ვა ჩემ­თვის ბევ­რად უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია და უფრო მე­ტად მომ­წონს. სა­ღე­ბა­ვე­ბი­თაც ვხა­ტავ ტი­ლო­ზე და შუ­შა­ზე.


    მომ­ღერ­ლებს და მსა­ხი­ო­ბებს და­სა­ხა­ტად რის მი­ხედ­ვით არ­ჩევთ?

    - ყო­ველ­თვის ისეთ მომ­ღერ­ლებს და მსა­ხი­ო­ბებს ვხა­ტავ, რომ­ლებ­მაც ჩემ­ში დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვეს. ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მომ­წონს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე. თან მისი რო­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად "ნატ­ვრის ხე"-ში.

    და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ 15 წლის გო­გო­ნას შე­მოქ­მე­დე­ბა: