სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კახოვკის ჰესის აფეთქების გამო საფრთხე შავ ზღვასაც ემუქრება?

    კახოვკის ჰესის აფეთქების გამო საფრთხე შავ ზღვასაც ემუქრება?
    10 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუ­ჩე­ბი გა­და­იქ­ცა მდი­ნა­რე­ე­ბად, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ა­ნებს სახ­ლებ­სა თუ ეზო­ებ­ში გა­აჩ­ნდათ, ზე­მოთ ტივ­ტი­ვებს“, - ჰყვე­ბა რუ­სე­ბის მიერ კა­ხოვ­კის ელექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, ხერ­სო­ნის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მელ­მაც დახ­რჩო­ბას რვა ადა­მი­ა­ნი, შვი­დი ძაღ­ლი და ერთი თუ­თი­ყუ­ში გა­და­არ­ჩი­ნა. ათო­ბით სო­ფე­ლი და ათა­სო­ბით სახ­ლი - ჯამ­ში კი ასო­ბით კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თო­ბი ჯერ ისევ წყალ­შია.

    კახოვკის ჰესის აფეთქების გამო საფრთხე შავ ზღვასაც ემუქრება?

    ეკო­ლო­გე­ბი და ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ წყალ­ში ბევ­რი სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბა მოხ­ვდა, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა, მთე­ლი რიგი ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი, ჰე­პა­ტი­ტი, ბო­ტუ­ლიზ­მი, ქო­ლე­რა და ჯილე­ხიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

    ჰე­პა­ტი­ტი და ქო­ლე­რა
    "ჩვენ­თან დატ­ბორ­ვამ­დეც პრობ­ლე­მა იყო სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე. გრუნ­ტის წყლე­ბის დონე მა­ღა­ლი იყო, ამი­ტომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ღრმად ვერ ვმარ­ხავ­დით. ის, რაც ახლა იქ ხდე­ბა, ნამ­დვი­ლი უბე­დუ­რე­ბაა. ეს ხომ ქვი­შის ნი­ა­და­გია, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად ირე­ცხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხერ­სო­ნის ოლ­ქის დატ­ბო­რი­ლი და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქა­ლაქ ოლეშ­კის მერმა, ევ­გე­ნი რი­შუკ­მა.

    მი­სი­ვე თქმით, ქა­ლა­ქის ფე­კა­ლი­ე­ბი ახლა მდი­ნა­რე დნეპრშია.

    დაიღუპა უამრავი პირუტყვი, ძაღლი და კატა.

    დატ­ბორ­ვა ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მაა სას­მე­ლი წყლის კუ­თხი­თაც. რო­დე­საც არ მუ­შა­ობს წყლის გამ­წმენ­დი სის­ტე­მე­ბი და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი სას­მელ წყალს ერე­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა ამ დროს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

    და სწო­რედ ეს არის, რაც ამ მო­მენ­ტში უკ­რა­ი­ნის სამ­ხრე­თით ხდე­ბა.

    9 ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა ხერ­სო­ნის ოლ­ქის შვი­დი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის სა­საფ­ლა­ო­ე­ბი, ასე­ვე ფილტრა­ცი­ის ვე­ლე­ბი ოლეშკში, ასე­ვე დიდი სა­სოფ­ლო მე­ურ­ნე­ო­ბა ნარ­ჩე­ნე­ბით და რამ­დე­ნი­მე სა­წყო­ბი სა­სუ­ქე­ბით. წყალ­ქვეშ აღ­მოჩ­ნდა ქა­ლაქ გო­ლა­ია პრის­ტა­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ნა­გავ­საყ­რე­ლი და პი­რუ­ტყვის სა­მარ­ხი სო­ფელ დნეპ­რი­ან­თან.

    სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის დატ­ბო­რი­ლი ობი­ექ­ტე­ბის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ეკო­ლო­გე­ბი ჯერ კი­დევ ით­ვლი­ან მო­ნა­ცე­მებს.

    უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დატ­ბო­რილ რა­ი­ო­ნებ­ში ა ჰე­პა­ტი­ტის, მწვა­ვე ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის, მათ შო­რის ქო­ლე­რას და ბო­ტუ­ლიზ­მის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას.

    აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს რე­გი­ო­ნი დატ­ბორ­ვამ­დეც იყო ქო­ლე­რას გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბის ქვეშ, მაგ­რამ ახლა რის­კე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რი იგორ კუ­ზი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ეტაპ­ზე სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

    ად­გი­ლობ­რი­ვებს სთხო­ვენ, არ შე­ი­ძი­ნონ თევ­ზი დრო­ე­ბით ბა­ზარ­ზე, და­ლი­ონ მხო­ლოდ ჩა­მოს­ხმუ­ლი წყა­ლი, კარ­გად გა­რე­ცხონ და მი­ირ­თვან მხო­ლოდ თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი.

    უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ­ში თით­ქმის 90 სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ჯგუ­ფია, რომ­ლე­ბიც აგ­რო­ვე­ბენ ნი­მუ­შებს და აკონ­ტრო­ლე­ბენ წყლის ხა­რისხს. და თუ 7 ივ­ნისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ცვლი­ლე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა, 8 ივ­ნისს უკვე გა­მოვ­ლინ­და. მი­კო­ლა­ი­ვის რე­გი­ო­ნის ქა­ლაქ სნი­გი­რევ­კას მახ­ლობ­ლად მდი­ნა­რე ინ­გუ­ლეტ­ში და­ფიქ­სირ­და ამო­ნი­უ­მის აზო­ტის, ნიტ­რი­ტე­ბის, ქლო­რი­დე­ბის, რკი­ნის და შე­ჩე­რე­ბუ­ლი მყა­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბი დო­ნის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ კა­ნა­ლი­ზა­ცია მდი­ნა­რე­ში შე­ვი­და.

    ჯილე­ხი
    სამ­ხრე­თით და­იტ­ბო­რა არა­ერ­თი სა­სუ­ქე­ბით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მინ­დო­რი. კაშხლის ჩა­მოშ­ლის შემ­დეგ ისი­ნი წყალ­ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ წყლის გა­მო­ყე­ნე­ბა ღვიძ­ლი­სა და თირკმლის და­ა­ვა­დე­ბებს გა­მო­იწ­ვევს.

    მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩე­ვენ, ჭი­დან წყა­ლი იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი არ გა­მო­ი­ყე­ნონ თუ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი იქ არ მოხ­ვედ­რი­ლა.

    კი­დევ ერთი რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე წყალ­ში მოხ­ვედ­რი­ლი შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბია, რომ­ლებ­საც ფერ­მე­რე­ბი სა­ცა­ვებ­ში ინა­ხავ­დნენ. მაგ­რამ ეს არ არის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო. ეკო­ლო­გი ნოვა კა­ხოვ­კი­დან, ტა­ი­სია კო­ზა­კი აღი­ა­რებს, რომ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ჯილე­ხი.

    1950-70 წლებ­ში, ად­გი­ლობ­რივ ორ სო­ფელ­ში ჯილე­ხით გარ­დაც­ვლი­ლი პი­რუ­ტყვე­ბის საფ­ლა­ვე­ბია. ახლა კი, ეს ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად წყალ­ქვეშ არის მოქ­ცე­უ­ლი.

    "ეს ტე­რი­ტო­რია ნამ­დვი­ლად იყო ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო. ახლა წყალს შე­უძ­ლია ის ჩა­მო­რე­ცხოს. ეს ნიშ­ნავს, რომ ჯილე­ხის ნა­წი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა დნეპრსა და შავ ზღვა­ში მოხ­ვდეს", - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.



    გა­მო­სა­ვა­ლი
    ერთ კვი­რა­ში, როცა წყლის დონე საგ­რძნობ­ლად და­ი­წევს, სტი­ქი­ის მას­შტა­ბე­ბი გა­ირ­კვე­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­ლო­გე­ბის თქმით, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­როა სას­მე­ლი წყლით დახ­მა­რე­ბა: ხალ­ხის სას­მე­ლი წყლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ხერ­სო­ნი­სა და ნი­კო­ლა­ე­ვის დატ­ბო­რი­ლი წყალ­მიმ­ღე­ბის აღ­დგე­ნა.

    მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნებ­ში უკვე შე­დის დახ­მა­რე­ბა - საკ­ვე­ბი, ნა­ვე­ბი და ჩა­მოს­ხმუ­ლი წყა­ლი. მაგ­რამ, გა­ე­როს შე­ფა­სე­ბით, სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნის 700 ათას­ზე მეტ მა­ცხოვ­რე­ბელს შე­საძ­ლოა სას­მე­ლი წყლის დე­ფი­ცი­ტი შე­ექ­მნას.



    ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ხერ­სო­ნის ოლ­ქში წყლის დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის 600 000-მდე ტაბ­ლე­ტია. თუმ­ცა საკ­მა­რი­სია კი ეს?

    ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ან­დრეი ალექ­სან­დრი­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ სას­მე­ლი წყლის გარ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მი­ე­წო­დოს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტექ­ნი­კუ­რი წყა­ლი.

    "თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ბოსტნე­ულს ყი­დუ­ლო­ბენ და ცუ­დად ამუ­შა­ვე­ბენ, თუ თავს უხა­რის­ხო წყლით და­ი­ბა­ნენ, ორ­გა­ნიზ­მში ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შეღ­წე­ვის დიდი რის­კია“, – აცხა­დებს ექ­სპერ­ტი.

    ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - არა­საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის­თვის, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის­თვის აკ­რი­ტი­კებს.

    საკ­მა­ოდ მძი­მე სუ­რათს ისიც ამ­ძი­მებს, რომ ხერ­სო­ნის ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა, ხალ­ხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა, რუ­სე­ბის მხრი­დან ცე­ცხლის გახ­სნით სრულ­დე­ბა.


    არის თუ არა შავი ზღვა საფრ­თხე­ში?
    ამა­სო­ბა­ში, ოდე­სას­თან შავ ზღვა­ში კაშხლის მსხვრე­ვის შემ­დეგ წყლის ნა­კა­დის მიერ წა­ღე­ბუ­ლი დი­ვა­ნი, მა­ცი­ვა­რი და ფან­ჯა­რა შე­ნიშ­ნეს.

    "დიახ, შავ ზღვა­საც საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. დნეპ­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი ჩაყ­რი­ლია ზღვა­ში - ნა­გა­ვი, კა­ნა­ლი­ზა­ცია და უამ­რა­ვი ნივ­თი. ეს არის უდი­დე­სი ეკო­ლო­გი­უ­რი ტრა­გე­დია ჩვენ­თვის და შე­საძ­ლოა, შავი ზღვის სა­ნა­პი­როს ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის“ - ამ­ბობს ეკო­ლო­გი ტა­ი­სია კო­ზა­კი.

    უკ­რა­ი­ნის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს ადა­მი­ა­ნებს, თავი შე­ი­კა­ვონ არა­მარ­ტო ბა­ნა­ო­ბის­გან, არა­მედ წყალს არც მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, რად­გან ნაგ­ვის გარ­და, ის შე­საძ­ლოა, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­თაც იყოს სავ­სე.