"ტოტენჰემმა" წინა სასეზონო მზადება სამხრეთ კორეაში დაიწყო. გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კი ფეხბურთელებს არ ინდობს და დატვირთული ვარჯიშის შემდეგ 100 მეტრიანი მოედნის 42-ჯერ გარბენა აიძულა.
ამას ისიც ართულებდა, რომ კორეაში საკმაოდ მაღალი ტემპერატურააა, დაახლოებით 30 გრადუსი. სონმა, კეინმა და სხვა ვარსკვლავებმა ამ ვარჯიშს ძლივს გაუძლეს. ვარჯიშის შემდეგ სონი ფეხზე ძლივს ადგა.
იხილეთ ვიდეო: