სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსეთის ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - რა მოხდა გასულ ღამეს

    რუსეთის ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - რა მოხდა გასულ ღამეს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესაზე. უკრაინელი სამხედროების ცნობით, დარტყმები შავი ზღვიდან, რუსული კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებით განხორციელდა. სამი ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    საჰაერო ბრძოლისა და აფეთქებების შედეგად ქალაქის ცენტრში სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტი და მაღაზიები დააზიანა. ასევე, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გაჩნდა.

    უკრაინული მედიის ცნობითვე, ღამის განმავლობაში სასაზღვრო ტერიტორიას 21-ჯერ დაესხნენ თავს, დაფიქსირდა 101 აფეთქება, დაიღუპა სახელმწიფო სატყეო სააგენტოს შვიდი თანამშრომელი.

    ამასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გრძელდება „თავდაცვითი და შეტევითი ხასიათის“ მძიმე ბრძოლები. მისივე თქმით, თავდაცვის ძალებს აქვთ გარკვეული წინსვლა და წარმატება.