სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პარტნიორებთან ერთად, რუსული ტერორი ფიზიკურად შეუძლებელი უნდა გავხადოთ“ - ზელენსკი

    "პარტნიორებთან ერთად, რუსული ტერორი ფიზიკურად შეუძლებელი უნდა გავხადოთ“ - ზელენსკი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელებისთვის მშვიდობისა და რუსებისთვის დამარცხების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

    "კრივი-რიჰზე სამაშველო და ნანგრევების ამოღების ოპერაციები, ტერორისტული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დასრულდა. რუსეთის ეს მიზანმიმართული დარტყმა ჩვეულებრივ ქალაქზე მხოლოდ კიდევ ერთხელ ამტკიცებს მარტივ სიმართლეს: ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რუსული ტერორი ფიზიკურად შეუძლებელი უნდა გავხადოთ.

    პირველ რიგში, ქვეყანას საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება, ასევე თანამედროვე გამანადგურებლები - ტერორისტული სახელმწიფო მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებს, რომ უკრაინელებისთვის მშვიდობისა და რუსებისთვის დამარცხების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

    სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რაკეტების წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მოპოვების უნარი, რომლებსაც კომპანიები მთელი მსოფლიოდან ქმნიან, მათ შორის, ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის კომპანიები. შემდეგ კი ეს კომპონენტები რუსეთს სხვადასხვა გზით მიეწოდება. ნამდვილად ბევრად იაფია შევუწყვიტოთ ტერორისტებს ტერორის კომპონენტების მიწოდება ერთხელ და სამუდამოდ, ვიდრე მუდმივად დახარჯოთ სულ უფრო მეტი ფული საჰაერო თავდაცვის ახალ რაკეტებზე,“
    - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.