სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ტრამპი ფედერალური დოკუმენტების საქმეზე ფორმალურად დააკავეს

    ტრამპი ფედერალური დოკუმენტების საქმეზე ფორმალურად დააკავეს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    CNN-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში მივიდა და ფორმალურად დააკავეს.

    მათივე ცნობით, ტრამპი ქალაქ მაიამის სასამართლოში მივიდა, სადაც იგი საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით, ფორმალურად დააკავეს.

    გამოცემა წერს, რომ ტრამპის დაკავება ფორმალური პროცედურაა და ამიტომ, მას არ დაადეს ბორკილები და ფოტო არ გადაუღეს. სასამართლო მოსმენის დროს ნებისმიერი ტრანსლაცია, ასევე ფოტო და ვიდეო გადაღება აიკრძალა. მოსალოდნელია, რომ ტრამპი ბრალდების არცერთ პუნქტში თავს დამნაშავედ არ ცნობს.