სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა - ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.

    „ გვაქვს კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტი მოიცავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართვას და მეტად ინტეგრაციას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წარმატებული ფერმერების, მეწარმეების და ტურისტული ლოკაციების მონახულება, გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზება, კულინარიის მასტერკლასი - გურული, აჭარული და მესხური სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის,“- აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.