სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • აი რა შეგიძლიათ გააკეთოთ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდენციონერი არაა ჩართული

    აი რა შეგიძლიათ გააკეთოთ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდენციონერი არაა ჩართული
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზაფხულობით ძალიან მნიშნვნელოვანია, რომ ტრანსპორტში გაგრილების სისტემა გამართულად მუშაობდეს. თუმცა, მგზავრები ხშირად აღნიშნავენ, რომ კონდიციონერი დაზიანებულია და ამის გამო, დისკომფორტი ექმნებათ.

    „თბილისის სატრანსპორტო კომპანია მონიტორინგს მუდმივად აწარმოებს. ყველა ავტობუსში გაგრილების სისტემა ჩართული უნდა იყოს. თუკი დღის განმავლობაში მწყობრიდან გამოვიდა, მძღოლი ვალდებულია, შეტყობინება გადმოგვცეს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთი ავტობუსი ხაზიდან მოვხსნათ, სათადარიგოთი ჩავანაცვლოთ და კონტრაქტორ კომპანიასთან შესაკეთებლად შევიყვანოთ. რაც შეეხება მგზავრს, შეუძლია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფეისბუკის გვერდზეც მოგვწეროს შეტყობინება, ან დაგვირეკოს ცხელ ხაზზე - 2 93 44 44, თუმცა, როგორც აღვნიშნე, მძღოლი თავადვე გვაწვდის ინფორმაციას. მძღოლს არ აქვს უფლება, კონდიციონერის ჩართვაზე უარი თქვას. მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაშიც, მგზავრებს შეუძლიათ, მოგვმართონ. ასეთ დროს, მძღოლი გაფრთხილებას მიიღებს", - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.