სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოში ამინდი იცვლება - გაიგეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

    საქართველოში ამინდი იცვლება - გაიგეთ უახლოესი დღეების პროგნოზი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შემდეგი 5 დღე (17 ივნისამდე) საქართველოში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით.

    ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აჭარის სანაპირო რაიონებში კი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება, ხოლო მთაში - 32.

    13-დან 17 ივნისამდე არამდგრადი ამინდი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ტემპერატური კლება. როგორც მთაში, ასევე ბარში ტემპერატურა 27 გრადუსამდე დაიწევს.

    თბილისში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურა +28+31 გრადუსი.