სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსმა ჰაკერებმა პირობა დადეს, რომ დასავლურ საბანკო სისტემას დაამხობენ - „48 საათში ჩვენ ვიწყებთ ამ გლობალურ კამპანიას"

    რუსმა ჰაკერებმა პირობა დადეს, რომ დასავლურ საბანკო სისტემას დაამხობენ - „48 საათში ჩვენ ვიწყებთ ამ გლობალურ კამპანიას"
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსმა ჰაკერებმა გამოაცხადეს ძლიერი თავდასხმა დასავლეთის საბანკო სისტემაზე - წერს lenta.ru

    რუსმა ჰაკერებმა საზოგადოება გააფრთხილეს, რომ ისინი ამზადებენ ძლიერ შეტევას დასავლეთის ფინანსურ სისტემაზე, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მათ შორის SWIFT-ის მუშაობის პარალიზებისთვის. ვიდეომესიჯს Mash აქვეყნებს.

    ამისთვის ჯგუფების KillNet, Revil და Anonymous Sudan გაერთიანდნენ. სამიზნე შეიძლება იყოს ევროპული და ამერიკული ბანკები, სვიფტი და აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომლებშიც გადის ფულადი ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია კიევში იარაღის მიწოდებასთან.„არა იქნება ფული, არ იქნება იარაღი, არ იქნება არც კიევის რეჟიმი. ეს არის ნაციზმის სიკვდილის ფორმულა და ის იმუშავებს. 48 საათში ჩვენ ვიწყებთ ამ გლობალურ კამპანიას", - ნათქვამია ვიდეოში