სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ დიდი იმედი მაქვს, რომ კვიპროსთან გავიმარჯვებთ" - ხვიჩა კვარაცხელია

    “ დიდი იმედი მაქვს, რომ კვიპროსთან გავიმარჯვებთ" - ხვიჩა კვარაცხელია
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების ლიდერმა, იტალიის ჩემპიონმა და საუკეთესო მოთამაშემ, ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ისაუბრა.

    „თამაშებს მომზადებული ვხვდებით. თითოეული ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია, ძალიან ბევრი გახდა ჩემპიონი, მოიგო თასი, რაც თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანია.

    ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ კვიპროსთან თამაშისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თამაშს წარმატებით დავამთავრებთ, გავიმარჯვებთ, რაც შოტლანდიასთან თამაშისთვის წაგვადგება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

    ცნობისთვის, ევრო 2024-ის პირველი შესარჩევი ჯგუფის მე-3 ტურის მატჩი კვიპროსი - საქართველო 17 ივნისს გაიმართება.