მოდელმა, რენატა ბეგიაშვილმა ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია თავის ყოფილი მეუღლის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც თვალი დალურჯებული ქონდა.
მოდელი ახალ პოსტს აქვეყნებს ფეისბუქზე და ახალ ინფორმაციას უზიარებს საზოგადოებას.
მოდელის, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე, შალვა იაშვილი სასამართლოდ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.
ამ ფაქტს რენატა სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„არ ვიცი რატომ დავეხმარე ალბათ მისი ოჯახის მუქარებმაც იმოქმედა ან ზედმეტად მიამიტი და დიდი გული მაქვს. მოსამართლის იმედი მქონდა რაზეც არ უნდა მომეწერა ხელი არ ცნობდა.. არ უფიქრია რამდენად ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი ეს პერიოდი... მოღალატე, ბოროტი ადამიანების გამო.. იმედი მაქვს სხვა ქალი აღარ იქნება ჩემს ადგილას... იმედი მაქვს, ჩემი შვილი და მე ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავს.
კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავიჯერე თუ როგორი უსამართლო გარემო გვაქვს ადამიანებს ჩვენ შვილებს... ფულზე გაყიდული ადამიანობა...“,- წერს რენატა ბეგიაშვილი.
რედაქციისგან: თუ გაქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და/ან ეკონომიკური ძალადობის, დისკრიმინაციის, შევიწროების ან სხვა სახის ჩაგვრის გამოცდილება, დახმარებისთვის დაუკავშირდი ორგანიზაცია "საფარს", ცხელი ხაზი - 599 407 603; 0322 307 603; ან ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს", ცხელი ხაზი - 577 54 16 55