სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემთვის რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში" - რა განცხადებას აქვეყნებს კვარა

    "ჩემთვის რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში" - რა განცხადებას აქვეყნებს კვარა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ფეხ­ბურთში 21 წლამ­დე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია არ ითა­მა­შებს და ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­აგ­რძე­ლებს მზა­დე­ბას კვიპ­რო­სი­სა და შოტ­ლან­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­შის­თვის.

    ამის შე­სა­ხებ "კვა­რა" ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს:

    "დიდი პა­ტი­ვია, ვიყო იმ გუნ­დის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის წევ­რი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი სა­ფეხ­ბურ­თო სე­ზო­ნის შემ­დეგ, რთუ­ლია დრო­ის ასეთ მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში კვლავ ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის შე­ჯიბ­რზე თა­მა­ში.

    სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, რთუ­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ სპორ­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, 21-წლამ­დე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მეც თქვენ­თან ერ­თად, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის რი­გი­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვიქ­ნე­ბი.

    ახლა სრუ­ლად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვარ იმ თა­მა­შებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს კვიპ­რო­სი­სა და შოტ­ლან­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ელო­დე­ბა. ყვე­ლას დიდი წარ­მა­ტე­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო, ახალ­გაზ­რდულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ჩემ გუნ­დე­ლებს, მთელ ნაკ­რებს, სამ­წვრთნე­ლო შტაბს და სა­ქარ­თვე­ლოს", - წერს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია.

    ცნო­ბის­თვის, კვა­რა­ცხე­ლია 21 წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­შიც გა­მო­ი­ძა­ხეს და ეროვ­ნულ ნაკ­რებ­შიც, ამან ფეხ­ბურ­თე­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გა­ა­ნა­წყე­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი, რად­გან ისი­ნი თვლი­ან, რომ ისე­დაც ხან­გრძლი­ვი და დატ­ვირ­თუ­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ ფეხ­ბურ­თელს შეს­ვე­ნე­ბის და ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა მი­ე­ცეს.

    "ჩემთვის რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში" - რა განცხადებას აქვეყნებს კვარა