სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჩემი გარდასახვის მეც არ მჯეროდა “ - ნეკა დოროყაშვილი

    „ჩემი გარდასახვის მეც არ მჯეროდა “ - ნეკა დოროყაშვილი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი თავის სულიერ მდგომარეობაზე საჯაროდ საუბრობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ instagram” -ის გამომწერებს ინფორმაციას უზიარებს.

    „ეს ტანი ჩემია, ეს გოგო ჩემია. ეს ცხოვრება ჩემია, მე მე ვარ ახლა ყველაზე იღბლიანი და ბედნიერი. დიახ, დიახ, რაც ჩემია, ჩემია. მე შევძელი, დავაბრუნე ჩემი ნამდვილი მდგომარეობა.

    სამი ადამიანი დამეხმარა, ახლა მე ვარ ნამდვილი მე. მადლობა, ისინი იყვნენ ჩემი მასწავლებლები ჯოჯოხეთიდან! მათ მითხრეს, უკვე გავლილი გაქვს ჯოჯოხეთი, შენ აღარ გეკუთვნის ამის გავლა ხელმეორედო. ახლა სამოთხეში უნდა იცხოვრო, შენი ცრემლებით აივსო შენი ტბა. ახლა შეგიძლია იცინო. გამოგაგდეს ტყვეობიდან საშინელი ტანჯვიდან. ჩემი გარდასახვის მეც არ მჯეროდა, სიმართლე გითხრათ, სანამ არ გადავშალე ჩემი ბავშვობის ალბომი... მათ დააბრუნეს ნამდვილი გოგონა, რომელიც სულ მე ვიყავი.

    და ეს მეც არ ვიცი, როგორ მოხდა ეს. მხოლოდ ფილმებში მინახავს. ზღაპრული მდგომარეობა როდესაც ამქვეყნიური არაფერი და ყოველდღიური წუთებით მედიტირებ და ტკბები. როდესაც არ გეკარება ბოროტება და ბოროტი ხმები, უბრალოდ ისხლეტ ტყვიებს და მათი გადაქცევა შეგიძლია ფოიერვერკად.“ - წერს ნეკა დოროყაშვილი.