სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მამაკაცი, რომლმაც ძაღლი იარაღით მოკლა, დაკავებულია

    მამაკაცი, რომლმაც ძაღლი იარაღით მოკლა, დაკავებულია
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წალკაში მამაკაცმა ძაღლი იარაღით მოკლა.

    ამ საზარელ ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ესვრის მოქალაქე მიუსაფარ ძაღლს მანქანიდან, შემდეგ კი გადმოდის და დაჭრილ ცხოველს დამიზნებით კიდევ რამდენჯერმე ესვრის.

    მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.