სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ავტობუსში მოკლე მაისური ვეღარ ჩაუცვია ადამიანს - რატომ გამოიძახა ავტობუსის მძღოლმა პოლიცია

    ავტობუსში მოკლე მაისური ვეღარ ჩაუცვია ადამიანს - რატომ გამოიძახა ავტობუსის მძღოლმა პოლიცია
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბერძნული მედიის ცნობით, თესალონიკში ქალაქის ავტობუსის მძღოლმა მგზავრი ქალბატონის ჩაცმულობასთან დაკავშირებით სექსისტური კომენტარები გააკეთა, ამ ყველაფერს არ დასჯერდა და შემდეგ პოლიციაც გამოიძახა.

    ახალგაზრდა ქალს მოკლე მაისური ეცვა, რაც მძღოლისთვის გაღიზიანების მიზეზად იქცა და უთხრა, რომ როდესაც საჯარო ტრანსპორტით მგზავრობდა, შესაბამისად, მოკრძალებულად უნდა ჩაეცვა.

    ამას სხვა მგზავრების გამოხმაურებაც მოჰყვა, რამდენიმე წუთში კი იქ ახალგაზრდა ქალის შეყვარებული და დედა გაჩნდნენ. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა გაწბილებული დატოვეს, უთხრეს, რომ არ არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვით ჩაცმაც მგზავრს ავტობუსში მოეთხოვება.