სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „არ დგება საწოლიდან...“ -დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია

    „არ დგება საწოლიდან...“ -დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალ დიანა ღურწკაიას ქმარი, პიოტრ კუჩერენკო 20 მაისს 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    რუსული მედია წერს, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დიანა ღურწკაია დეპრესიაშია.

    „ის უარს ამბობს მეგობრებთან ურთიერთობაზე, არ დგება საწოლიდან და არც უახლოესი მეგობრების ზარებს პასუხობს. დიანას გვერდით არიან მისი ვაჟი და ძმა რობერტი, რომელიც თაყვანისმცემლებს პერიოდულკად ეკონტაქტება და სიტუაციის შესახებ ესაუბრება“,- წერს მედია.

    დაკრძალვის შემდეგ დიანა საჯაროდ აღარავის უნახავს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ მომღერალი ახლობლებმა აფხაზეთში წაიყვანეს, რათა ზედმეტი ყურადღებისგან თავი დაეცვათ.