სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დღეს დატრიალებული საშინელი ტრაგედია ბათუმში - რა დეტალებია ცნობილი

    დღეს დატრიალებული საშინელი ტრაგედია ბათუმში - რა დეტალებია ცნობილი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბათუმში, აკვაპარკის სიახლოვეს ზღვაში, მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

    წინასწარი ინფორმაციით მაშველებმა სამძებრო სამუშაოები მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.

    ადგილობრივები ჯერ ვერ აკონკრეტებენ ბიჭი ბათუმელია თუ უცხოელი. მათივე თქმით, ტრაგედია დღეს დატრიალდა. მოზარდი ცურავდა, რა დროსაც მოულოდნელად გაუჩინარდა. ამის შემდეგ გამოიძახეს სამაშველო ჯგუფი და სამწუხაროდ ბავშვი დაღუპული იყო.