სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბარიკადებზე ვერ დადგება, იმიტომ, რომ პალატაშიც ძლივს დგას..." - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

    "ბარიკადებზე ვერ დადგება, იმიტომ, რომ პალატაშიც ძლივს დგას..." - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ შვილის შესახებ განცხადება გააკეთა.

    მან მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადებაზე ისაუბრა.

    “მიხეილ სააკაშვილთან დეტალურად ვერ ვისაუბრე მის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ყველამ ვიცით, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მეორე მხრივ, ვერცერთ ქართველს ვერანაირი კანონი საქართველოს სიყვარულს ვერ აუკრძალავს, ეს ხომ ფაქტია", - განაცხადა ალასანიამ.

    ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შეცვალა სააკაშვილმა გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, ალასანია ამბობს, რომ “მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის იცვლის აზრს იმის მიხედვით, თუ როგორი ვითარება იქნება.”

    "ის, რომ მას საქართველოს სიყვარული და ინტერესი მუდმივად აქვს, ეს ხომ ფაქტია, მგონია არავის ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს. მე ვერ ვხედავ, მას მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში, გააჩნია როგორ და რა ფორმით იგულისხმა პოლიტიკაში მონაწილეობა. ალბათ, ის ბარიკადებზე ვერ დადგება, იმიტომ, რომ პალატაშიც ძლივს დგას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს. მე არაფერ შუაში ვარ, ის ყოველთვის თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას და ახლაც თვითონ იღებს. ვფიქრობ, რომ საკმარისი გამოცდილებაც აქვს საამისოდ და საკმარისი ასაკიც. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის შესახებ, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის და პრემიერი ვერ იქნება, როგორ უნდა იყოს?" - განაცხადა ალასანიამ.ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აქტიურად გეგმავს.