სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც დაკარგული 11 წლის გოგონა იპოვეს

    ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც დაკარგული 11 წლის გოგონა იპოვეს
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის მოსაძებნად შუაღამისას მთელი თბილისინ გაერთიანდა და საბედნიეროდ ის იპოვეს. გოგონა უკვე მშობლებთანაა.

    11 წლის მარიამის ძებნა ოჯახმა საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო, უშედეგო ძებნის შემდეგ საქმეში პოლიცია და მაშველები ჩაერთნენ.

    სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო თბილისის თითქმის ყველა უბანი. ადამიანები სხვადასხვა ქუჩებიდან და რაიონებიდან შეუერთდნენ მაშველებს.

    არასრულწლოვანი დიღმის მცხოვრებლებმა ლადო ზუხბაიამ და ვასკა ბეგლარაშვილმა იპოვეს.

    როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი გვიყვება, ბიჭმა ძაღლის სახლში ბავშვის ფეხები დაინახა და საშველად მეგობარს უხმო. იქვე ახლოს იყვნენ სამართალდამცველები. რომლებმაც გოგონა უვნებელი გამოიყვანეს და ოჯახს დაუბრუნეს.