სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ძაღლის სახლში დამალული იპოვეს...“ - 11 წლის მარიამი ოჯახს დაუბრუნდა

    „ძაღლის სახლში დამალული იპოვეს...“ - 11 წლის მარიამი ოჯახს დაუბრუნდა
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის მოსაძებნად შუაღამისას მთელი თბილისინ გაერთიანდა და საბედნიეროდ ის იპოვეს. გოგონა უკვე მშობლებთანაა.

    11 წლის მარიამის ძებნა ოჯახმა საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო, უშედეგო ძებნის შემდეგ საქმეში პოლიცია და მაშველები ჩაერთნენ.

    სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო თბილისის თითქმის ყველა უბანი. ადამიანები სხვადასხვა ქუჩებიდან და რაიონებიდან შეუერთდნენ მაშველებს.

    არასრულწლოვანი დიღმის მცხოვრებლებმა ლადო ზუხბაიამ და ვასკა ბეგლარაშვილმა იპოვეს.

    როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი გვიყვება, ბიჭმა ძაღლის სახლში ბავშვის ფეხები დაინახა და საშველად მეგობარს უხმო. იქვე ახლოს იყვნენ სამართალდამცველები. რომლებმაც გოგონა უვნებელი გამოიყვანეს და ოჯახს დაუბრუნეს.

    დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამი ბარამაძე იპოვეს.

    ,,დანამდვილებით გიდასტურებთ ბუჩქებში, ძაღლის სახლში დამალული(ჩაძინებული)იპოვეს ოჯახთან ერთად არის“, - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი.