მალტის დროშის ქვეშ მოცურავე გემი, რომელიც თურქულ ტანკერზე იმყოფებოდა, შტორმის დროს ძალიან ცუდ პირობებში აღმოჩნდა. გემზე 52 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი, ოკეანის გავლით, აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ცდილობდნენ.
მიგრანტობის მსურველები, 3 დღის განმავლობაში, ღია ზღვაში, ტივზე საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ. ქართველმა მეზღვაურებმა, ზაზა ჭაღალიძემ, ზვიად ქობულაძემ, ნუგზარ ბერიძემ, მინდია აბუსერიძემ, კახა ადამიამ, შალვა სვანიძემ, დილარ ცეცხლაძემ, მანუჩარ კობალაძემ და გიორგი ცეცხლაძემ, შტორმისა და ცუდი ხილვადობის პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მათი ბორტზე უსაფრთხოდ აყვანა მოახერხეს
საბოლოოდ, მიგრანტები აფრიკის სანაპიროებზე დაბრუნდნენ.