სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 20 წლის კაცი დააკავეს

    საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 20 წლის კაცი დააკავეს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 20 წლის კაცი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი წერს.

    არსებული ინფორმაციით, 27 აპრილს მაკრონი საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში იმყოფებოდა, სადაც საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. როდესაც მაკრონი ვერტმფრენით ადგილის დატოვებას აპირებდა, ერთ-ერთმა მომიტინგემ მას პიროტექნიკა ესროლა.

    დაკავებულია 20 წლის დურგალი. ის ჩადენილ ქმედებას არ უარყოფს და აცხადებს, რომ ამგვარად სურდა ეჩვენებინა მაკრონისთვის, რომ მოსახლეობას საპენსიო რეფორმა არ მოსწონს.